ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე ნახევრაფინალში დამარცხდა.
96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 33 წლის ქართველმა
ფალავანმა ნახევარფინალი ამერიკელ სპორტსმენთან ორთაბრძოლაში დათმო.
რაც შეეხება 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილს ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას დღეს დაასრულებს.

















