ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე ნახევარფინალშია.
96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 33 წლის ქართველმა
სპორტსმენმა მეოთხედფინალში მოლდაველი ნიკოლაი ჩებანი დაამარცხა.
რაც შეეხება 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილს ის ოლიმპიადას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას დღეს დაასრულებს.

















