გმირთა მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი დღეს საღამოს იცვლება.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მოედანზე მოძრაობა კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობასთან დაკაშირებით შეიზღუდება.
ახალი რეჟიმის შესაბამისად, დროებით, ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე და თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც შუქნიშანი გაუქმდება და ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ავტომობილები ახალი ესტაკადით იმოძრავებენ.
მერიის პროექტის შესაბამისად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები შენდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ორთაჭალიდან ლაგუნა ვერესკენ მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გალაკტიონის ხიდის ქვეშ, სანაპიროზე ცალმხრივად, შეუჩერებლად იმოძრავებს.

















