ლონდონის ოლიმპიადაზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გოგშელიძეს მეტოქის გამოუცხადებლობის გამო მოგება ავტომატურად ჩაეთვალა.
გოგშელიძის მეტოქე პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ სალე ემირა უნდა ყოფილიყო.
რამდენიმე წუთის წინ კი ოლიმპიადაზე მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი ოთარ თუშიშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას დღეს დაასრულებს.

















