logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება
ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება
14:13 14.05.2019
ევროკავშირი, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებაზე ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის გზით.

ნარჩენების მართვის სექტორში ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რითიც ხელს უწყობს ნარჩენების გადაყრის პრაქტიკიდან რესურსების ხელახლა გამოყენებასა და რეციკლირებაზე გადასვლას. ევროკავშირი განაგრძობს აღნიშნულ დარგში საქართველოს დახმარებას.

2019 წლის 14 მაისს ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შემდგომ განვითარებაში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტებში;
- მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების განხორციელებისა და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
- ნარჩენების შესახებ მონაცემების ინტეგრირებული მართვის ეროვნული სისტემის შექმნა.

პროექტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმებისა და ნარჩენების მართვის სისტემაში მათი ამოცანების შესრულების კუთხით (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, სახიფათო ნარჩენები და სხვ.), დაეხმარება შესაბამის უწყებებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებაში, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს - აღნიშნული სისტემის პრაქტიკულად განხორციელებაში. პრო-ექტი, ასევე, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემის შემდგომ განვითარებას და გააანალიზებს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ცირკულარული ეკონომიკის ჭრილში, მომავალში ნარჩენების, როგორც რესურსის გამოყენების უზრუნველსაყოფად.
ეს ახალი ინიციატივა საქართველოს დაეხმარება ნარჩენების მართვის დარგში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში.

პროექტის პირველ შეხვედრაზე ხატია წილოსანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარასმა, ატაშემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირების, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, და პროექტის გუნდმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა პროექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს წარუდგინეს პროექტი და განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები.

საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირმა 2014 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში, ხელი მოაწერეს სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი, ქმნის ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საფუძველს.
რაც შეეხება გარემოსდაცვით სფეროს, სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას, მათ შორის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების შესრულებას, გარემოსდაცვით მმართველობას, ჰაერის ხარისხის დაცვას, წყლის ხარისხს და წყლის რესურსების მართვას, ნარჩენების მართვას, ბუნების დაცვას, სამრეწველო დაბინძურებას და სამრეწველო საფრთხეებს, ქიმიური ნივთიერებების მართვას, კლიმატსა და ტყეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა