თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ზეიმი - „დიდგორობა 2012“ აღინიშნება.
დიდგორის ბრძოლა „ძლევაი საკვირველის“ 891-ე წლისთავისადმი მიძღვნილი
ღონისძიებები დიდგორის ველზე 11:00 საათზე დაიწყება.
დიდგორის ველზე ქვემო ქართლი რაიონების ხალხურ შემოქმედებას წარმოადგენს.
სახალხო ზეიმზე მისული მაყურებელი „შავფაროსნების“ მონაწილეობით თეატრალურ-საბრძოლო სანახაობს იხილავს. გაიმართება ჯგუფების „ზუმბალენდისა“ და „33 ა“-ს კონცერტი.
დიდგორის ბრძოლა-„ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის მეთაურობით, მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე გაიმართა, სადაც 56 ათასიანმა ქართულმა ჯარმა 300 ათასიან თურქ-სელჩუკთა ლაშქარს სძლია. სისხლისმღვრელი შეტაკება სამ საათს გაგრძელდა, ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა.

















