logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება
თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება
12:27 14.05.2019
კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" 50 ერთეული MAN-ის მარკის, ახალი 10-მეტრიანი ავტობუსები გადასცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ავტობუსები მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინეს.

2018 წლის ივლისში თბილისის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც თეგეტა მოტორსის შვილობილმა კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" გაიმარჯვა. კომპანია გახლავთ „Man Truck and Bus AG“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

„Man Truck and Bus AG“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

"თეგეტა თრაქ ენდ ბასსა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დედაქალაქს, ჯამში, შეემატება 90 ერთეული, დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსი.

ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მათთვის სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად.
ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსებს აქვთ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე, USB-დამტენები. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება უსაფრთხოების უახლეს ევროპულ სტანდარტებს.

MAN Lion’s City M ტიპის ავტობუსები, სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გარდა, გამოირჩევა სამი ექსტრაგანიერი უსაფეხურო ასასვლელის მქონე კარით და დაბალი იატაკით. კარის ასეთი კონცეფცია გაჩერებებზე დაყოვნების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს და თბილისის ქუჩების განტვირთვაში შეიტანს წვლილს.

"თეგეტა თრაქ & ბასი" 2006 წელს დაარსდა. კომპანია სპეციალიზდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეცტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისთვის "თეგეტა თრაქ & ბასი", ასევე, გახლავთ მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში, როგორებიცაა SCHMITZ CARGOBULL, Meiller Kipper, CIFA  და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა