logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ პრეზენტაცია გაიმართა
N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ პრეზენტაცია გაიმართა
11:55 14.05.2019
თბილისის N74 საჯარო ბაგა-ბაღში პროექტის - "ნეიროპლასტიურობა და განათლება" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.

პროექტი რომელიც ცენტრ "თანადგომის" მიერ განხორციელდა, მოიცავდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნეიროპლასტიურობა სამომავლოდ საერთო სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება.

"ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად საბავშვო ბაღებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომები ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში. ნეიროპლასტიურობა არის ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო მეთოდოლოგია, რაც 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ სწორ, სწრაფ და ეფექტურ განვითარებას ისახავს მიზნად. ამჯერად პროექტი საპილოტე იყო, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი ინტეგრირება საერთო მეთოდოლოგიაში", - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ტალიაშვილმაც. კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნეიროპლასტიურობა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ტრენინგ-მოდულშიც არის გათვალისწინებული და სამომავლოდ, ის ჩვეულებრივ სააღმზრდელო პროცესის ნაწილი გახდება.

პრეზენტაციის გარდა, ღონისძიების ფარგლებში ბაღის აღსაზრდელებმა ის აქტივობები წარმოადგინეს, რაც ამ მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული. სპეციალურად ამ პროექტისათვის, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბაღის ეზო სახალისო თამაშებისათვის მოხატა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა