logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს
საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს
11:18 14.05.2019
2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. მოსწავლეთა შერჩევა მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩევიან.

წელს პირველად, ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის ანალოგიურად, ფიზიკის ეროვნული ნაკრების შერჩევის დროს, თეორიულ ტურთან ერთად, პრაქტიკული ტურიც ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფიზიკურ დანადგართან ემუშავათ და ფიზიკური ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ.

შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, შედგება საქართველოს ნაკრები გუნდები და სარეზერვო შემადგენლობა. გუნდები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპსაც.

წვრთნების დასრულების შემდეგ, ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის 50–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარდგება, IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი, 7 ივლისი - 15 ივლისი); მათემატიკის - 60-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, 11 ივლისი - 22 ივლისი); ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2019 იასპარეზებს (ბაქო, აზერბაიჯანი, 4 აგვისტო -11 აგვისტო); ბიოლოგიაში - ბიოლოგიის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2019 (სეგედი, უნგრეთი, 14 ივლისი - 21 ივლისი); ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას (პარიზი, საფრანგეთი, 21 ივლისი - 30 ივლისი).

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელებს 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცემათ, ვერცხლის მედლის მფლობელებს - 2000 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები, 1000-ლარიანი პრიზით დაჯილდოვდნებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა