logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად აირჩიეს
საქართველო გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად აირჩიეს
10:47 14.05.2019
2019 წლის 7 მაისს, ქ. ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) შეხვედრაზე საქართველო ერთხმად, კენჭისყრის გარეშე არჩეულ იქნა გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად, 4 წლის ვადით.

წევრობის მანდატი მოიცავს 2020-2023 წლების პერიოდს.

ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში 2020-2023 წლების ვადით საერთო ჯამში გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 8 ახალი წევრი იქნა არჩეული.

გაეროს სტატისტიკის კომისია (UNSC), რომელიც დაარსდა 1947 წელს, გლობალური სტატისტიკური სისტემის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს,რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მთავარ სტატისტიკოსებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კომისია შედგება გაეროს წევრი 24 ქვეყნისაგან, რომლებიც თანაბარი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე აირჩევიან გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ, შემდეგი პრინციპით:

- 4 წევრი - აღმოსავლეთ ევროპოის ქვეყნებიდან
- 7 წევრი - დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან
- 4 წევრი - აზიის ქვეყნებიდან
- 5 წევრი - აფრიკის ქვეყნებიდან
- 4 წევრი - ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან

გაეროს სტატისტიკის კომისია წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე, სტატისტიკური საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს - სტატისტიკური სტანდარტების დანერგვის, კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების შემუშავებისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხორციელების კუთხით.

ამასთან, კომისია ზედამხედველობას უწევს გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მუშაობას და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფუნქციონალურ ორგანოს წარმოადგენს.

საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრი პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოდგენს უდიდეს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით.

კომისიის წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მზაობას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონსაერთო მიზნების მისაღწევად, რაც ეროვნული სტატისტიკის სისტემის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა