მალხაზ მაჩალიკაშვილი გვიან ღამით დაბალი წნევითა და საერთო სისუსტის შეგრძნებით
ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელის, დავით ქაცარავას თქმით, იგი მაჩალიკაშვილის მოსანახულებლად კარავში იყო მისული და შენიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა.
მაჩალიკაშვილს კვლევები ჩაუტარდა და ამ დროისათვის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

















