ლონდონის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი დავით მოძმანაშვილი ფინალში გავიდა.
მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე მოძმანაშვილი ფინალში ყაზახი დაულეტ შაბანბაის და რუსი ბილიარ შახოვის დამარცხების შემდეგ გავიდა.
ქართველ მძიმეწონოსან ფალავანს ფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს, მას ტატამზე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის უზბეკ არტურ ტაიმაზოვის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.
ფინალური ასპარეზობა დღეს, თბილისის დროით, 22:55 საათზე გაიმართება.

















