logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: 1981 წლის 13 მაისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვება იყო
კახა კალაძე: 1981 წლის 13 მაისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვება იყო
12:59 13.05.2019
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქართული ფეხბურთის ჯერჯერობით ყველაზე დიდი მიღწევიდან 38-ე წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მივესალმები ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდებს.

მინდა, მილოცვით და მადლობით დავიწყო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა იმისთვის, რაც კი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული სპორტისთვის, ფეხბურთისთვის და იმისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებთ.

ყველას კარგად გვახსოვს, თუ რამხელა სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას 1981 წლის 13 მაისმა. ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ტრიუმფი, ეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მიზნისკენ სწრაფვას, შრომას, თავდადებას, ყოველთვის მოაქვს შედეგი. საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. აქ არიან ადამიანები, ვისაც უდიდესი წვლილი და როლი აქვს შეტანილი ჩემი საფეხბურთო კარიერის წარმატებაში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. დღეს ისინი ჩვენს სპორტს, მომავალ თაობებს ემსახურებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, შეძლებენ, ახალი, წარმატებული თაობები გაზარდონ და არამხოლოდ თასების თასი, არამედ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასები უნდა მოვიგოთ.

ასევე, მინდა დავამატო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. რა თქმა უნდა, ერთობა, ერთიანი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო ჯანსაღი წესით. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი ან მოჭიდავე გამოვიდეს. მთავარია, ეს ყოველდღიურობაში იყოს გადატანილი და სადაც არ უნდა ვიყოთ, რა საქმიანობითაც არ უნდა ვიყოთ დაკავებული, აუცილებლად, ყველგან და ყველაფერში დაგვეხმარება.

აქ შეკრებილი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებსაც მინდა, მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის, თუმცა დღევანდელი დღე - 13 მაისი ქართული ფეხბურთის დღეა. ყველა პატარის ოცნებაა, ამ კლუბში მოხვდეს, რომელსაც თბილისის „დინამო“ ჰქვია. ამ კლუბთან არის დაკავშირებული ქართული ფეხბურთის ყველა წარმატება, ზუსტად იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილი.

მინდა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები გისურვოთ იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც ქართული სპორტისთვის, ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ“-განაცხადა კახა კალაძემ.
ქართული ფეხბურთის ტრიუმფალური გამარჯვებიდან დღეს 38 წელი შესრულდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა