საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი
ირანში იყო.
სეისმოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 16:23 და 16:38 საათზე, ირანში 6,2 და 6,6 მაგნიტუდის სიძლიერის ორი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ყველა სეისმურმა სადგურმა დააფიქსირა.
მიწისძვრა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოქალაქეებმაც იგრძნეს. ნგრევა და დაზიანება დაფიქსირებული არ არის.

















