11-13 მაისს საქართველოში, უმეტესად ღამისა და საღამოს საათებში,
მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

















