logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავამ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
თამარ ხულორდავამ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
12:32 11.05.2019
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს საჯარო სკოლების 150 მასწავლებელს შეხვდა, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ პროექტში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობენ.

კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს ევროპული ინტეგრაციიის პროცესზე, საკანონმდებლო ორგანოს როლზე და საქმიანობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბავშვებისთვის ევროპული ინტეგრაციის თემატიკის მიწოდებაზე, ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის, როგორც ევროკავშირთან ჩვენი საერთო ღირებულებით აღზრდის აუცილებლობაზე.

“ძალიან საინტერესო იყო საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ყურადღება დავუთმეთ მოზარდებისთვის საინტერესო თემებს და ამ საკითხებზე მოზარდებთან კომუნიკაციის გზებს. ჩემთვის პატივია ამდენ მოტივირებულ და დაინტერესებულ მასწავლებელთან ურთიერთობა. მათ გამოთქვეს უფრო აქტიური ურთიერთობის სურვილი საქართველოს პარლამენტთან. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების დანერგვა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა