logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა უწყების ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა უწყების ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა
16:31 10.05.2019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ უწყების ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა.

განახლებული ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის. მისი მეშვეობით, საქსტატში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოება და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლები განახლებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებენ.

გაუმჯობესებული და თანამედროვე დიზაინი, მომხმარებელზე ორიენტირებული ფორმატი, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მონაცემთა გავრცელების ალტერნატიული საშუალებები (ვიდეო რგოლები, GiF ანიმაციები), ონლაინ გადახდების სისტემა და სხვ. ეს ის სიახლეებია, რომელსაც საქსტატის ახალი ვებ - გვერდი მომხმარებლებს სთავაზობს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ახალი ვებ-გვერდი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუადვილებს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას. მისი თქმით, ახალი ვებ-გვერდის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი თემის ირგვლივ ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. სტატისტიკურ ცხრილებთან ერთად თავმოყრილია ინფორმაცია აღნიშნული მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის, მეტამონაცემების, კითხვარების შესახებ, იმავე სივრცეში მომხმარებელს საშუალება ეძლევა იხილოს თემატური პრესრელიზები, ვიდეო რგოლები, ინფოგრაფიკები და სხვა.

ახალი ვებ-გვერდი სისტემატიურად განახლდება და მას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაემატება.

სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ღონისძიებას მთავრობის, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა