საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ახორციელებს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 11.5 მილიონი ლარია.

















