logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მოდელირებული სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მოდელირებული სხდომა გაიმართა
15:31 09.05.2019
რა არის საპარლამენტო რეფორმა, როგორ მუშაობს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, როგორ ხდება თემატური მოკვლევის ჩატარება და ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენება - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით დაინტერესებული ახალგაზრდების მონაწილეობით, პარლამენტის პლენარული სხდომის მოდელირება გაიმართა.

ღონისძიებაში სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

ახალგაზრდებმა მოირგეს პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და დეპუტატების როლები, მიიღეს ინფორმაცია საპარლამენტო რეფორმაზე და პრაქტიკაში გამოიყენეს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ინტერპელაცია, მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლი და სხვა. მოდელირების მონაწილეებმა მსჯელობისთვის მოამზადეს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.

"ამ პროგრამის ამოცანა არის ის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გავაცნოთ შინაარსობრივად რა არის საკანონმდებლო ორგანო, როგორ ფუნქციონირებს, რა მანდატი აქვს, როგორ იღებს ის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ სწორი ინფომრაციის მიწოდება: "ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებზე სწორი ინფორმაციის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავუჩინოთ სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი აღქმა და ინტერესი მათ მიმართ. ამიტომ, დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება სწორედ ამ ახალგაზრდებს და შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში, ისინი იქნებიან დაკავებული პარლამენტარების საქმიანობით. მიიღებენ კანონებს, ჩაატარებენ ინტერპელაციას, ჩაატარებენ მინისტრის საათს, იმ ღონისძიებებს, რომელიც პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობაა".

ღონისძიებას წინ უძღვოდა ტრენინგი და მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, შეხვედრები საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით.

საპარლამენტო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის თანმდევი მნიშვნელოვანი პროცესია.

ეს არის ფართომასშტაბიანი ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო მმართველობის ეფექტიანობას, აძლიერებს პარლამენტის კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და აუმჯობესებს საკანონმდებლო საქმიანობას.

რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს ამოქმედდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა