logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
გივი მიქანაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
10:02 09.05.2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

გივი მიქანაძე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის ახალი რედაქციის ფარგლებში განხორციელდა და დაინერგა.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმირების პროცესზე და პარლამენტის კვლევითი და სასწავლო ცენტრების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

გივი მიქანაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხზე- სტაჟირების განახლებულ მოდელსა და თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ეტაპზე, რომლის გავლაც უწევთ სტაჟიორებს იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები აიმაღლონ. პარლამენტის აპარატის უფროსი სტუდენტებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების პროგრამა სთავაზობს ახალგაზრდებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პრაქტიკისა და სამომავლოდ დაგეგმილი კლინიკების შექმნის შესახებ, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული კვლევითი ცენტრის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

გივი მიქანაძის თქმით, დედაქალაქს გარეთ მდებარე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება.

„სწორედ ამ მიზნით, პარლამენტში დამუშავების სტადიაშია დისტანციური სტაჟირების კონცეფცია, რომლის განხორციელებაც 2020 წლიდან იგეგმება“ - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა