logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზუგდიდში ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა
ზუგდიდში ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა
09:42 09.05.2019
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაარსების მიზანია, მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

დღევანდელ ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქარველოში, არიან ბენკო და ბერტა ფონდ ზუტნერის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტის რექტორი ჰააგაში, პეტრა კეპლერი ესწრებოდნენ,

„ მოგესალმებით, მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვესწრები ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. მართლაც მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ნობელის რემის პირველი ლაურეატი ქალი მშვიდობის დარგში, რომელიც როგორც საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი, პაციფისტად ჩამოყალიბდა საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების სასახლესთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან და მის შვილებთან.

სწორედ ზუგდიდში გატარებულ წლებს ასახელებს ბერტა თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პერიოდად და ხმამაღლა აცხადებს, რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები, ის ვერასდროს ვერ გახდებოდა ისეთი ბერტა ფონ ზუტნერი, რომელსაც მას მთელი მსოფლიო იცნობდა.

ამ პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება.

მივესალმები მსგავს ინიციატივებს და მადლობას გიხდით ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის პრემიის დამფუძნებლებს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა