სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დღეს ქორწინების ახალი სახლი გაიხსნება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
ქორწინების სახლს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე გახსნის.
გიორგი ვაშაძე ქორწინების ახალ სახლში პირველი წყვილის ქორწინების საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

















