logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური  აქცია გაიმართა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
16:11 07.05.2019
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის, საპატრიარქოს ფონდის - ,,გაამწვანე საქართველო" და თბილისის საკრებულოს ერთობლივი გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ჩაერთო და ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა - "გაამწვანე საქართველო" და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალიტეტს ჯამში დაახლოებით 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს "ეკოსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს.

"მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, გამწვანების ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც "ეკოსერვის ჯგუფი" - ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, სასულიერო პირები, რამდენიმე ქვეყნის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წევრები, შეიარაღებული ძალებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა