ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზის“ - 1505-ის მუშაობას დღეს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაეცნო.
მერაბიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად „ცხელი ხაზის“ თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 1505 მაგალითი უნდა იყოს სხვა კერძო და სადაზღვევო კომპანიებისთვის.
მისი თქმით, 1 სექტემბრიდან, დაზღვეულთა რაოდენობის 900 000 ადამიანით ზრდის გამო, სადაზღვევო კომპანიების „ცხელ ხაზებზე“ დატვირთვა გაიზრდება, რაზეც არსებული რესურსები, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, მერაბიშვილის თქმით, წინასწარი ზომების გატარებაა საჭირო.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზზე“ – 1505, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ჯანდაცვის საკითხებზე.
1505-ს ჰყავს სარეზერვო ჯუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო პროცესში ჩართვება.

















