logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი საქართველოში პირველი ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას გაეცნო
ლევან დავითაშვილი საქართველოში პირველი ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას გაეცნო
10:43 04.05.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საქმიანობას გაეცნო. კომპანიამ ბიოსაწვავის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად ბიოდიზელის მოხმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიო-საწვავი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

"საქართველოში ბიოდიზელის წარმოების პირველი საწარმო შეიქმნა. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც ითვალისწინებს უნარჩენო წარმოებას. საწარმოს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. კერძოდ საუბარია, ახალი კულტურის რაფსის წარმოებაზე. რაც ვფიქრობ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ევროპულ ტენდენციებთან თანხვედრაშია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის ექსპერტი კახა ქარჩხაძე აცხადებს, ბიო-საწვავის გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელის გამოყენების ნებისმიერ სფეროში.

ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. შეიქმნა განახლებადი, ალტერნატიული, სუფთა ენერგიის წარმოების ქარხანა. ბიოდიზელს თავისუფლად შეუძლია გამოყენებული იქნას ყველა იმ სეგმენტში, სადაც ნავთობ-დიზელი გამოიყენება. ჩვენი ნედლეული არის განახლებადი რესურსი, ანუ მეორადი მოხმარებული ზეთის შეგროვებით ეკო-მეგობრულ საწვავს ვამზადებთ. ასევე, გვსურს განვავითაროთ ისეთი შესანიშნავი ბიორესურსი, როგორიც არის მცენარე რაპსი, ამით ახალი იმპულსს მივცეთ სოფლის მეურნეობაში ახალი დარგის განვითარებას", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტმა, განახლებადი ენერგიების განვითარების დარგში, კახა ქარჩხაძემ.

ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საინვესტიციო მოცულობამ 1 მლნ ლარი შეადგინა და დასაქმდა 30 ადამიანი, წარმოების დაწყებიდან დღემდე გადამუშავდა თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთი, საიდანაც მიღებულია 190 000 ლ. ბიოსაწვავი, აღსანიშნავია, რომ წარმოებული ბიოსაწვავის შედეგად დაიზოგა 500 ტონაზე მეტი ჩO2 ის ემისია ატმოსფეროში.

მსოფლიოში კარგად აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად კომპანია “Biodiesel Georgia”-მ საწყის ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში დაიწყო რაპსის კულტურის განვითარება. პარტნიორ კომპანიებთან "ლომთაგორა" და "აჭარა ჯგუფთან" ერთად ქვემო ქართლსა და კახეთში 50 ჰა ფართობზე საგაზაფხულო რაპსი დაითესა. პროექტის წარმატებით ტესტირების შემდეგ დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მისი განვრცობა. მოყვანილი პროდუქციიდან იწარმოება ზეთი და მისგან ბიოდიზელი დამზადდება, ხოლო ნარჩენის გამოყენება კომბინირებულ საკვებში მოხდება.

2020-2023 წლებში კომპანია "Bიოდიესელ Gეორგია"-ს დაგეგმილი აქვს უფრო მასშტაბური ბიოდიზელის ქარხნის მშენებლობა რომლის საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ ევრო იქნება, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა 200 ადამიანს მიაღწევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა