logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში  საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
09:33 04.05.2019
შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული პროგრესი. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის, ადგილობრივი თვითმართველობისა და დეცენტრალიზაციის, ძალოვანი უწყებების რეფორმის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა ძლიერი ინსტიტუტებისა და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის განსაკუთრებული როლი.

ასევე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცებისა და სახელისუფლებლო შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის გაუმჯობესების საქმეში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი რეფორმების განხორციელება გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე, ხოლო აშშ-ს მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ალექსანდერ სოკოლოვსკი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, მაიკლ კელერი.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმთავრესი მეგობარი სახელმწიფოა, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს და წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დღევანდელი შეხვედრა, რომლის ფორმატიც მიძღვნილია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თემისადმი, იყო ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული. ამერიკულმა მხარემ მოისმინა, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს საქართველოში და ამავდროულად, ქართულ მხარესაც ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა ამერიკული მხარის რეკომენდაციები. რომლებითაც მიმდინარეობს პროცესები", -აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრის შეფასებისას.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა