ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო დააჯილდოვა.
ინსტიტუტმა 2018 წელს სამასამდე საჯარო უწყებიდან 6 000-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
ინფორმაციის გაცემის მხრივ სააგენტო ყველაზე ღია დაწესებულებებს შორის მოხვდა. ხოლო სხვა უწყებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ყველაზე მეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააუმჯობესა.

















