logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს სატელეფონო საუბარში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს სატელეფონო საუბარში საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
13:07 03.05.2019
2019 წლის 3 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და ესტონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას რეინსალუს შორის. დავით ზალკალიანმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ესტონელ კოლეგას და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები სამაგალითოა და წარმატებულად ვითარდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრისას თავის ქართველ კოლეგას დაუდასტურა, რომ მიუღებელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამ მხრივ ესტონეთი თავისი მტკიცე პოზიციის ერთგულია. ესტონეთი სამომავლოდაც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.

ესტონეთი, ასევე, ერთგულად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო საერთო ევროპული კლუბის წევრი გახდეს.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას გამოთქმული მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს მინისტრები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დავით ზალკალიანმა თავისი კოლეგა მოიწვია 2019 წლის 11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" დასასწრებად, რომელიც მიმდინარე წელს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მე-10 წლისთავს ეძღვნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა