logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული დიპლომების აღიარება ევროპაში-საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული და ვალიდური იქნება
ქართული დიპლომების აღიარება ევროპაში-საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული და ვალიდური იქნება
12:22 03.05.2019
"საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ENQA-ში გაწევრიანებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ უმაღლესი განათლების ძალიან მაღალი სტანდარტისკენ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

"საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს ჩემი გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ საქართველოს ENQA-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, რაც უდიდესი წარმატებაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი რათა, უმაღლესი სასწავლებლები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ. პრემიერ-მინისტრმა ENQA-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს ევროპელ მეგობრებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, ჩვენი ეროვნული იდეა, უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება, მაგრამ ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ, ჩვენს უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი და კრიტერიუმი. ჩვენ მაქსიმალური ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე. უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება ვალიდურად ევროპაში და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებსა და კრიტერიუმებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს საქართველოს უნივერსიტეტებთან, რათა ამ კუთხით სამოქმედო გეგმა გაიწეროს.

"ჩვენ გვექნება ინტერნაციონალიზაციის მეტი საშუალება. ჩვენი უნივერსიტეტები ევროპულ უნივერსიტეტებთან მეტ დაახლოებას და კოოპერაციას შეძლებენ. იქნება მაქსიმალური მობილობა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და ა.შ. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება მეტ ფინანსურ რესურსთან. მოგეხსენებათ, ჩვენ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მივმართავთ განათლებაზე, რაც, ფაქტობრივად, ბიუჯეტის მეოთხედია და რა თქმა უნდა, ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება უმაღლეს განათლებაზე, ჩვენს უნივერსიტეტებზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA)" გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა