3 მაისს, 12:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ZEG - Tbilisi Storytelling
Festival-ის პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები ელენე ჟვანია და ქეთი ებანოიძე, Coda Story-ის დამფუძნებელი ნატალია ანთელავა, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თიბისი ბანკის უფროსი ბრენდ მენეჯერი ბეკი ფანცხავა, ვინდფორსის კრეატიული დირექტორი ბიბი ასათიანი.
ZEG - "სთორითელინგის" პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელსაც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ ჩაუყარა საფუძველი.
ფესტივალი 2019 წლის 20-22 ივნისს გაიმართება.

















