საფეხბურთო გუნდი გორის „დილა“ ევროპის ლიგის ფლეიოფში ითამაშებს.
„დილა“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საფეხბურთო გუნდ
„ანორთოსისს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
გოლები მათე ვაწაძემ (2) და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.
შეხვედრის 78-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის „ანორთოსისის“ ფეხბურთელი გააძევა, რასაც ქართველთა მესამე გოლი მოჰყვა.
აღნიშნულით უკმაყოფილო გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა, რის გამოც, 84-ე წუთიდან შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. გორელ ფეხბურთელებს სტადიონის დატოვება მოუწიათ.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება უეფას წარმომადგენელთან ერთად მიიღო.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა სანქციას დაუწესებს უეფა კვიპროსის „ანორთოსისს“, ხოლო რაც შეეხება გორის „დილას“, ის ევროპის ლიგის ფლეიოფში იასპარეზებს.

















