სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დღეს კონფერენცია ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“ გაიხსნება. ევროკავშირის
ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით კონფერენციის ორგანიზატორია ,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.
კონფერენციას გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლოპატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და ევროპელი მედიის სპეციალისტები, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე ქართულ მედიაგარემოში არსებული გამოწვევები განიხილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით.

















