logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც უნიკალური ფლორა და ფაუნა იქნება წარმოდგენილი
მამუკა ბახტაძე: აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც უნიკალური ფლორა და ფაუნა იქნება წარმოდგენილი
14:51 01.05.2019
კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში კრწანისის ტყე-პარკის გაშენების მთავარი იდეა იყო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გარემოსდაცვითი პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
თუმცა, სამწუხაროდ, პრემიერის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოუვლელობის გამო, პარკში მწვანე საფარი ძალიან შემცირდა.

„წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და გარემოსდაცვითი პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს დღემდე ვებრძვით. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. სწორედ ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია, ის იქნება თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს. შეზღუდვები იმოქმედებს გადაადგილების საშუალებებზე, კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით, ან ელექტრომობილით.

„მჯერა, ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ეკოტურიზმში. ეს იქნება ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელსაც რეალური პროექტებით უზრუნველვყოფთ რეალურ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, შეგვინარჩუნა კრწანისის ტყე-პარკი. ახლა კი ჩვენი ვალია, მოვუაროთ, აღვადგინოთ და შემოვიტანოთ მეტი ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს ადგილზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა. მინისტრის ინფორმაციით, მომავალში კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტოს - „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის" და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს" განთავსება იგეგმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა