logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: კრწანისის ტყე-პარკი გამორჩეული ადგილი იქნება
ლევან დავითაშვილი: კრწანისის ტყე-პარკი გამორჩეული ადგილი იქნება
14:28 01.05.2019
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კრწანისის ტყე-პარკში, ბიომრავალფეროვნების პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინა.

„კრწანისის ტყე-პარკი იქნება გამორჩეული ადგილი ეკოლოგიის თვალსაზრისით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენ გვექნება როგორც ფლორის, ისე ფაუნის სახეობების მონახულების საშუალება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყე-პარკში წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გაშენდება მცენარეები წითელი ნუსხიდან. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია – რეკრეაციული სივრცე, ტყე-პარკი ღია იქნება და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან ელექტრომობილით იქნება დაშვებული.

„ძალიან მოკლედ მინდა წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია და მოგახსენოთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ვდგავართ; გაგაცნობთ იმ ხედვას, რომელიც გვაქვს ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის განსახორციელებლად.

მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, სათბობ და მერქნულ მასალაზე მოთხოვნიდან გამომდინარე ტყეზე ზეწოლა დიდია;
გარკვეულის საფრთხეების წინაშეა ფაუნის ადგილობრივ სახეობათა პოპულაციები; არაორგანიზებულია სამონადირეო და სათევზაო დარგი ამ საფრთხეების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია;

დასამალი არ არის, რომ დღეისათვის სამეცნიერო კვლევების და მონიტორინგის მნიშვნელოვანი სიმწირეა; ასევე დასარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს იმ გამოწვევებს, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ და სისტემური ქმედებებით მივიღოთ ახალი რეალობა, სადაც ბიომრავალფეროვნება იქნება აღდგენილი და დაცული.

სამინისტროს უწყება - „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იქნება ის რგოლი, რომელიც ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით გაააქტიურებს მუშაობას და ახალი პროგრამის განხორციელებას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამის „ველური ბუნების მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დაიგეგმა ორი ღონისძიება:
• არსებული სამართლებრივი სივრცის შეფასება და მისი მოწესრიგების დაგეგმვა;
• ველური ბუნების მდგრადი მართვის პრაქტიკული მოდელირება.
FAO-ს ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის ძირითადი რეკომენდაცია იყო, უკვე არსებული ინსტიტუციის ბაზაზე შექმნილიყო ველური ბუნების მართვის ორგანო.

ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და FAO-ს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის 86-ე დადგენილებით გადაწყდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობის“ ბაზაზე, მისი რეორგანიზების გზით, ჩამოყალიბებულიყო სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“

სააგენტოს მიზნები და ამოცანები უკვე გაწერილია. ესენია:

• სახეობათა და მათი ჰაბიტატის აღრიცხვა და მონიტორინგი;
• სახეობათა აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა;
• სახეობათა აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის დაგეგმვა;
• კერძო სექტორისთვის სადედე ჯგუფებისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება;
• სალიცენზიო ფართობების იდენტიფიცირება და სალიცენზიო პირობების შემუშავება სახეობათა და ჰაბიტატების კუთხით;
• მონადირეთა და მეთევზეთა სერტიფიცირება;
• სხვადასხვა სახეობის ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
• მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა