logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დასაქმებულთა უფლებებისთვის!-პროფკავშირები საპროტესტო აქციას გეგმავს
დასაქმებულთა უფლებებისთვის!-პროფკავშირები საპროტესტო აქციას გეგმავს
13:48 01.05.2019
1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. მანიფესტაცია თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან 17:00 საათზე დაიწყება.

პროფკავშირები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობის მეთაურს ე.წ. "სოციალური კონტრაქტის" გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ.

"სოციალურ კონტარქტში" სწორედ ის საჭიროებებია ასახული, რომელიც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით - კატასტროფის წინაშე მდგომ ჩვენს (და მსოფლიოს არაერთ) ქვეყანას გააჩნია. საუბარია საგანგაშოდ დიდ სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც არ მცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, რეფორმები კი იმათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს ვისაც ეხება.

„წელს პროფკავშირები აქცენტს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე აკეთებენ და მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი არა პოპულიზმზე, არამედ სოციალური კონტექსტსა და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული, მათ შორის ადეკვატური მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე, უმუშევრობის შემწეობის დაწესებაზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, დედობის დაცვაზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ "სოციალური კონტრაქტი", არის ფორმა, რომელსაც მსოფლიო პროფკავშირები ახლა ამკვიდრებს და რომლითაც სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.

საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღებენ ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების შესაბამის მანიფესტს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდება ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებულ სხვაობაზე“-აცხადებენ პროფკავშირებში.

პირველ მაისს - დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, საპროტესტო აქციები სოციალური მოთხოვნებით ჯაჭვურად მსოფიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება.

მანიფესტაციას სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებთან ერთად შეუერთდება ქალთა მოძრაობა.

• მოკლე ისტორია:

133 წლის წინ, 1886 წლის 1 მაისს, ქ. ჩიკაგოში მოეწყო მუშათა დემონსტრაცია, რომლის ძირითადი ლოზუნგი იყო “8-საათიანი სამუშაო დღე”. დემონსტრაცია იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ქალაქში საქმიანი ცხოვრება შეწყდა.

4 მაისს მიტინგის დროს ჰიპერმარკეტის მოედანზე მუშათა საწინააღმდეგო პროვოკაცია მოაწყვეს და პოლიციელთა რაზმს ბომბი ესროლეს, რასაც რამდენიმე პოლიციელი და მუშა ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მუშაკთა მოძრაობის ლიდერები დააპატიმრა, რომელთაგანაც 1887 წლის 11 ნოემბერს, ოთხს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

1889 წლის ივლისში II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა ქ. ჩიკაგოს დემონსტრაციის უკვდავსაყოფად, მიიღო დადგენილება “პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ”.

1890 წელს 1 მაისს – პირველად ჩატარდა ის, როგორც მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე და წელს უკვე 129-ე წელია რაც აღინიშნება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა