აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ასოციაცია "100
ქართველი ქალის" ზესტაფონის ორგანიზაციის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქციის "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
საქველმოქმედო აქცია "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.

















