logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება
სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება
11:36 26.04.2019
სამედიცინო ტურიზმის განვთარების მიზნით "საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება.

გადაწყვეტილება სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" ჩატარდა.

კონფერენციაში სახელწოდებით "XXI საუკუნის სარეაბილიტაციო ტექნოლოგიური ინოვაციები" მონაწილეობა სამედიცინო დარგში საქართველოს და საერთაშორისო აკადემიური წრეების 120-მდე წარმომადგენელმა, ასევე, მსოფლიოში აღიარებულმა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ, იტალიის მაღალინტენსიური ლაზერული მაღალინტენსიური თერაპიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია "Asalaser" და ანტიგრავიტაციული სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანია "Alter Ge".

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს. ტურისტების მოზიდვის მიზნით აქცენტი გაკეთდა საქართველოში არსებულ სამკურნალო კურორტებსა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

მსოფლიო გამოცდილებით ყველა ცნობილ საკურორტო ზონაში წამყვანი ადგილი სამედიცინო სპა კომპლექსებს უჭირავს. მათი მოწყობა და თანამედროვე დონეზე ფუნქციონირება შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. საუბარია სამკურნალო სამედიცინო აპარატურით რეაბილიტაციისა და აღდგენითი თერაპიის სრულ კურსზე.

კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" და "დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი" არიან აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიუხედავად ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაავადებების შემდგომი რებილიტაცია.

მსოფლიოში არსებული სარეაბილიტაციო ინოვაციური ტექნოლოგიებით (მაღალინტენსიური ლაზერი, რობოტიზირებული მრავალტალღოვანი ლაზერი, უახლესი მაგნიტოთერაპია და დარტყმითტალღოვანი თერაპია, ანტიგრავიტაციული აღდგენითი თერაპია და სხვ.) "დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის" შემდეგ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" მედიცინის გამაჯანსაღებელი ცენტრი აღიჭურვება.

კონფერენციაზე საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიბმა უახლესი თანამედროვე სამედიცინო მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო აპარატურა წარმოადგინეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა