logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
15:44 25.04.2019
25 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის დღე აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.

ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მიულოცეს.

ლევან იზორიამ თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათი საბრძოლო მომზადების მაღალ დონეზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში გრძელდება რეფორმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკოსების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ძალთა შენარჩუნებას.

„თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნულ სარდლობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. წელს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქვედანაყოფებში მეტ ავტონომიურობაზე, რათა ქვედანაყოფებმა თავად განსაზღვრონ მათი საჭიროებები და ამოცანით დეცენტრალიზებული მართვის პირობებში შეძლონ რესურსების ავტონომიურად მართვა “ - განაცხადა ლევან იზორიამ.

საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა 3 ლოჯისტიკოსი სამსახურებრივი მოვალეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. სამხედრო მოსამსახურეები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მედლებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელი - 5 თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა - 27 სამხედრო მოსამსახურეს და 51 სამოქალაქო პირს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მადლობა 35 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის მეთაურები და ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის წევრები (VALIANT) დაესწრენენ.
ღონისძიების ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოდერნიზებული და განახლებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა