logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო
სოფო კილაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო
11:41 25.04.2019
ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლეს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, სოფო კილაძემ და ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა, თამარ ტალიაშვილმა. ღონისძიება ტრადიციულად ყოველ წელს, დეპუტატების ინიციატივით იმართება და მიზნად ისახავს ბავშვებში ერთმანეთის მიმართ თანადგომის და ტოლერანტობის გაძლიერებას, ისევე როგორც მოხალისეობისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის წახალისებას.

საქველმოქმედო გამოფენა წარმოადგენდა პროექტ „ბავშვები ბავშვებისთვის“ ფინალურ აქტივობას და მასში ჩართული იყო ნაძალადევისა და ზღვის უბნის საჯარო სკოლების განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი სოციალურად დაუცველი თანატოლების დასახმარებლად, სპეციალურად გამოფენისთვის შექმნეს ნამუშევრები.

სოფო კილაძე ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის. მან ასევე ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც პროექტს „ბავშვები ბავშვებისთვის“ უკვე მესამე წელია მოაქვს.

„ამ პროექტით, არა მხოლოდ ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობას ვცდილობთ, არამედ უმთავრესად, ბავშვთა შორის თანადგომის, თანასწორობის და სიყვარულის გაზიარებას. მიხარია, რომ ყოველ მომდევნო წელს, ღონისძიებაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა დეპუტატმა.

დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმაც. თამარ ტალიაშვილის თქმით, გადამდებია ის სიკეთე, რასაც თითოეული ბავშვი თანატოლების დასახმარებლად აკეთებს და მოხარულია, რომ თავადაც ამ პროექტის ნაწილია.

საქველმოქმედო გამოფენა, ისევე როგორც სრული პროექტი, განხორციელდა ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ, მაჟორიტარულ ბიუროებთან თანამშრომლობით, თბილისის მერიის და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა