logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
უწყებათაშორისი კომისიის აზრით, ზოგიერთი მედიასაშუალების ქმედება ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს საფრთხეს უქმნის
უწყებათაშორისი კომისიის აზრით, ზოგიერთი მედიასაშუალების ქმედება ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს საფრთხეს უქმნის
18:53 09.08.2012
პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მათი აქტივისტების შეხვედრების გაშუქებისას ზოგიერთი მედიასაშუალების ქმედება, ასევე ამ საინფორმაციო საშუალებების  მიმართ განსხვავებული სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტთა ქმედებები, ნორმალურ წინასაარჩევნო ატმოსფეროს საფრთხეს უქმნის. ამ დასკვნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია აკეთებს.
როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ტიპის ქმედებები ძალადობის პროვოცირების პოტენციალს შეიცავს.
„ერთის მხრივ, ხელი ეშლება პარტიების მიერ პოლიტიკური კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას, მეორეს მხრივ კი, მედია საშუალებების ნორმალურ საქმიანობას“-მიიჩნევს კომისია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტებს კანდიდატებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის უფლება აქვთ, მაგრამ ეს საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობისგან განსხვავდება.
ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს შეკითხვების თავისი კოლეგებისთვის დასმის უფლებაც აქვთ, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამან ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟის სახე არ უნდა მიიღოს.
უწყებათაშორისი კომისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას მედიასაშუალებების საქმიანობის რეგულირების თვალსაზრისით არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მედიას მსგავსი პრაქტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა