სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დასავლეთ საქართველოში
გავრცელებული საშიში საკარანტინო მავნებლის – თეთრი პეპლის წინააღმდეგ სპეცვერტმფრენების საშუალებით შეწამვლის სამუშაოები დაიწყო.
ნატანებსა და სუფსაში 200 ჰა დაზიანებული ფართობი დამუშავდა, ხოლო გურიასა და სამეგრელოში სულ, 800 ჰა ფართობი შეიწამლა.
შეწამვლა ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხო, ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენებით ჩატარდა, ხოლო შესაწამლი ფართობები მავნებლის მაღალი გავრცელების მიხედვით, რელიეფური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ქიმიური წამლობისგან განსხვავებით ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენებას მყისიერი ეფექტი არ აქვს და მისი მოქმედების ვადა 2-დან 6 დღემდე გრძელდება.
ბიოლოგიურის პარალელურად, მავნებლის მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლა ხვალ განახლდება.
სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში დაგეგმილია 25 340 ჰა ფართობის დამუშავება.
თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი დასახელების მცენარეს.

















