logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
14:39 23.04.2019
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პარკი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება.

"ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო. პარკის ტერიტორია დაახლოებით, შვიდი ჰექტარია. პარკი სრულად მოწესრიგდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები, ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონები, სატრენაჟორო სივრცეები, საფეხბურთო მოედანი. განახლდება კორტების ნაწილი და მოეწყობა ამფითეატრი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საკმაოდ კარგი სივრცე გამოვა და შეიძლება ითქვას, საჩვენებელიც კი იქნება, თუ როგორი პარკები და სკვერები გვჭირდება დედაქალაქში. აღნიშნული პარკით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საკრებულოში თამარ ტალიაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა