logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ენერგეტიკოსები მთავრობასა და საზოგადოებას მიმართავენ
ენერგეტიკოსები მთავრობასა და საზოგადოებას მიმართავენ
13:55 23.04.2019
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციები მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

ენერგეტიკის სექტორში მოქმედმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, სადაც ენერგოსფეროს განვითარების აუცილებლობასა და ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი. განცხადებას ხელს ოცამდე ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენერგოსფეროს სპეციალისტებმა, ხელისუფლებამ და მედიამ საზოგადოებას მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რათა მოსახლეობამ გაიაზროს, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია.

"ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია. ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს. ეს შესაძლებელია - ამას მსოფლიო ბანკის კვლევებიც ადასტურებს.

დღეს, მზარდი ენერგომოხმარების პირობებში, არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე, რადგან არაშენება და არგაკეთება მხოლოდ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ძალების (ქვეყნების) ინტერესშია და პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. დღეს ჩვენ უკეთ შენებაზე, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს. არავინ არის მომხრე, რომ ენერგორესურსების ათვისება ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ყველა ნორმა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ჰესები სწორედ ასე უნდა ვაშენოთ და ამას ალტერნატივა არ აქვს.

იმ გზას, რაც წინა საუკუნეში გაიარა ევროპამ, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ახლა გავდივართ. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია, საყოველთაოდ აპრობირებული და აღიარებულია, როგორც ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, განახლებადი და მწვანე წყარო.

მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ყველა ფენას უნდა დავეხმაროთ გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, კერძოდ ის, რომ მცირე ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა, პროგრესზე, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე, ქვეყნის სტაბილურობასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმის ტოლფასია.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონში, იმ ადგილობრივ მოსახლეობას, თემებსა და სოფლებს დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს და ეს თანხა სწორედ მათ განვითარებას მოხმარდეს. ამით ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას გაეწევა სუბსიდირება. სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაზე ინვესტორიც არ დაიხევს უკან. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნით მოსახლეობასთან, თითოეულ ოჯახთან კონსტრუქციული დიალოგი და მჭიდრო კომუნიკაციაა საჭირო - ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, არც მოსახლეობა იტყვის უარს მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკეთ შენებაზე, მაღალი სტანდარტების დაწესებასა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებაზე აქტიურად ვმუშაობთ და მივესალმებით ყველა კონსტრუქციულ წინადადებას. ამ პროცესში მოსახლეობის, მთელი საზოგადოების თანადგომისა და მედიის მიუკერძოებლობის იმედი გვაქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა