საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო
ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია "Enter Air"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.
ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე "Enter Air" ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს.
ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
სულ ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

















