logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტს „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტს „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
15:30 22.04.2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.



მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მუხლობრივად განხილვამდე, კომიტეტის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა კანონპროექტის ძირითადი არსი, რომლის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი დაცული ტერიტორიის - პონტოს მუხის აღკვეთილის დაარსება.



კანონპროექტის შემუშავების მიზეზებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ საჭიროა დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის - პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch) უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.



კანონპროექტის მიხედვით, მისი მიზანია აღკვეთილის შექმნასთან და შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიის დაცვის რეჟიმთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

ასევე, აღკვეთილის შექმნის გზით, კანონპროექტი აღნიშნული დაცული ტერიტორიის ფარგლებში მიზნად ისახავს;

ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვის, აღდგენისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფას;

ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;

მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას, აღდგენასა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობას;

ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელებას;

ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და სხვა.



როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გარდამავალი დებულებით რეგულირდება პონტოს მუხლის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე განმარტებით, მოსახლეობას, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა არ შეექმნება. ასევე, თუ კი მოქალაქე ამ ტერიტორიაზე რაიმე საკუთრებას ფლობს, პრობლემა არ შეექმნება საკუთრების რეგისტრაციისას და ეს კანონის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს კანონპროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.



როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის დამატებითი სოციალური გარანტიების შექმნა. ეს ეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ახორციელებენ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას და/ან აღკვეთას და, შესაბამისად, მომეტებული რისკების პირობებში, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ყოველდღიურად, საფრთხის ქვეშ აყენებენ.



კანონპროექტის მიხედვით, დეპარტამენტი უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას დეპარტამენტის იმ თანამშრომელთათვის, რომელთაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მინიჭებული აქვთ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და/ან აღკვეთის უფლებამოსილება. გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, დასახიჩრების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში, რასაც მოყვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მომხსენებლის თქმით, დეპარტამენტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ასევე უფლებამოსილი იქნება მოახდინოს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის ბინის დაქირავება იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მას უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.



კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ კანონპროექტსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა