logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
პარლამენტში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
10:12 19.04.2019
პარლამენტში საქველმოქმედო ღონისძიება "შენი შეზღუდულობა მხოლოდ პირობითია" გაიმართა, რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხელოვნების ცენტრი "ფოლიანტი" და საქართველოს კულტურის აკადემია.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში წინასააღდგომოდ გამართული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ღონისძიებაში მონაწილე დღის ცენტრებს მოხმარდება.


"მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებებს ვმასპინძლობთ. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის ღია იქნება მსგავსი ღონისძიებებისთვის და შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომ მისი შრომა ფართო საზოგადოებისთვის მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი", - აღნიშნა გივი მიქანაძემ გამოფენაზე.

ღონისძიება სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პარლამენტის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

"დღეს პარლამენტში სტუმრად იმყოფებიან არაჩვეულებრივი, განსაკუთრებულად ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, რომლებიც დღეს მობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და შესაძლებლობა მოგვცეს, რომ მათი ნამუშევრები არა მარტო ვიხილოთ, არამედ მოწონების შემთხვევაში, შევიძინოთ. მიხარია, რომ ეს პროცესი ჩვენი სტაჟიორების უშუალო მონაწილეობით და ჩართულობითაა ორგანიზებული, რისთვისაც თითოეულ მათგანს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. სწორედ მათი ძალისხმევითა და მონდომებით შესაძლებელი გახდა დღეს ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა", - ამ სიტყვებით მიმართა გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ დეპუტატს, პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელმაც ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ღონისძიებაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი მიესალმა. "ეს არის ყველაზე ლამაზი წუთები პირადად ჩემთვის, თითოეული დეპუტატისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვის. აქ არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის უნიჭიერესი თაობა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. იგი მსგავსი შინაარსის ღონისძიებების მხარდაჭერის თაობაზე პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივას გამოეხმაურა. "მივესალმები პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივას. ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ყველანი თანაბრად ვიყოთ ინტეგრირებული ამ ქვეყნის ცხოვრებაში", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისალმებაში რამდენიმე სიახლეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობელთა აქტიური ჩართულობით, ინკლუზიური განათლება პრიორიტეტი გახდა კანონის დონეზე და პირობები გაუმჯობესდა სპეცპედაგოგებისთვისაც. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განათლების, ასევე, ჯანდაცვის სერვისების გასაუმჯობესებლად ზრუნვა გრძელდება.

"მეცხრე მოწვევის პარლამენტი გამოირჩევა იმ ტრადიციით, რომ საშობაოდ და წინასააღდგომოდ აპარატის უდიდესი მხარდაჭერით იმართება არაჩვეულებრივი ღონისძიებები, გამოფენები", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, პარლამენტის კარი მუდამ ღიაა მსგავსი ღონისძიებების გასამართად. "პარლამენტი არის თქვენი სახლი", - მიმართა მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ყურადღება გაამახვილა სტაჟიორების მონაწილეობაზე მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებზე და თავისი წვლილი შეაქვთ ასეთი ღონისძიებების გამართვაში. ჩვენ არ დავიშურებთ არც დროს, არც ენერგიას და მონდომებას, რომ რაც შეიძლება მალე გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურობაში ვაწყდებით", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ბავშვები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა