საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ
ბატიაშვილი, სან-ფრანცისკოში (აშშ) მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროგრამების და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე შესახებ ესაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს პროექტი "ქართული ენის დისტანციური სკოლა" გააცნო, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინგაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამინისტროში შექმნილ საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას.

















