logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
უკრაინული ტურისტული სააგენტოები სამცხე-ჯავახეთს ეცნობიან
უკრაინული ტურისტული სააგენტოები სამცხე-ჯავახეთს ეცნობიან
15:05 18.04.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას ეცნობიან.

რაბათში, ახალციხის ციხეზე უკრაინელ სტუმრებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და რესურსების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერები და სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მარშრუტები ვიდეორგოლის საშუალებით გააცნო ინფოტურის მონაწილეებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი უკრაინული ტურისტული სააგენტოების დაინტერესებას დადებითად აფასებს და თვლის, რომ მომავალში ურთიერთობების გააქტიურება და ტურისტების შემოსვლა, ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას, რაც შესაბამისად მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებულებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

საინფორმაციო ტური, მარტის ბოლოს ახალციხის მერიისა და „ახალციხის ციხის“ წარმომადგენლების მიერ, უკრაინაში ტურისტულ ფესტივალში მონაწილეობის დროს დაიგეგმა, მისი მიზანი სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა.

14 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები რეგიონში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა