logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ინკლუზიური განათლების მიმართულებით, N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა
ინკლუზიური განათლების მიმართულებით, N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა
10:36 18.04.2019
თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.

პრეზენტაციაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა, თეა მიქაძემ და პროექტის მენეჯერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხათუნა დოლიძემ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალს ტრენინგამდეც ჰქონდა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის კარგი გამოცდილება, შესაბამისად, სწავლება საკმაოდ ეფექტურად წარიმართა.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბაგა-ბაღების ბაზაზე.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ჩვენი მიზანია სწორედ გამოცდილ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად დავძლიოთ ეს ამოცანა და ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ყველასათვის ცნობილია, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა ადრეული ჩარევითაა შესაძლებელი და ეს სწორედ სკოლამდელი ასაკის პერიოდია. ამიტომ, ჩვენ არ ვზოგავთ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი პერსონალის ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობის სათანადო განვითარებისათვის“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა