logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა
მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა
15:40 16.04.2019
"წარმატებით დასრულდა წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი. მასში მოცემულია ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, სალიცენზიო რეჟიმის გადახედვა და გაუმჯობესება, ფისკალური რეჟიმის განახლება - საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული როიალტის სისტემის დანერგვა და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია წიაღის სექტორის რეფორმის წარმატებისთვის" - აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა შეხვედრაზე, სადაც წიაღის სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს დისკუსიის რეჟიმში საქმიანობის შედეგები, ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა.

მაია ზავრაშვილის ინფორმაციით, წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი ასევე მოიცავს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმების, (საბადოთა რეკულტივაციის სისტემის გაუმჯობესება), ასევე შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, სოციალური და კულტურული ზეგავლენის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებას და მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში უკვე მიღწეულია ისეთი შედეგები, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გაციფრებული ანგარიშების ელექტრონული კატალოგის  დანერგვა, ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი საფასურის გაუქმება, ასევე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მინიმალური საწყისი სააუქციონო ფასის 500 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება (ჰექტარზე) და ა.შ.

"ინტეგრირებული ნებართვის გასაცემად ჩვენ დავნერგეთ "ერთი სარკმლის" პრინციპი, რაც კიდევ უფრო უმარტივებს დაინტერესებულ კომპანიებს საჭირო მომსახურების მიღებას. ასევე ჩვენი ინიციატივით გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა და დაინერგა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის თანამედროვე სტანდარტები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესპროცესების დიგიტალიზაცია, რომლის ფარგლებშიც დავნერგეთ ლიცენზიის გაცემისა და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამა www.nam.rs.ge" - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოება და მუშაობა ინვესტორებთან, რომ მოხდეს მიმზიდველი საინვესტიციო პროექტების დაპაკეტება და მათთვის პროაქტიულად მიწოდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა